გორის მუნიციპალიტეტის მერია გორში, მიჩურინისა და გორიჯვრის ქუჩებზე მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებ 20 ოჯახს საცხოვრებელი სახლების დატოვებას სთხოვეს.
სადგურის დასახლებაში ადგილობრივებს მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი შეხვდა, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ კიდევ ერთხელ გააფრთხილა და მდგომარეობის გათვალისწინებით საცხოვრებელი სახლების დატოვება ურჩია. მერია წითელ ზოლში მოქცეულ 20 ოჯახს ბინის ქირის გადახდას სთავაზობს, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობა ამ დრომდე ბინების დატოვებაზე უარს აცხადებს.
სადგურის დასახლებაში მეწყრული პროცესები თებერვლის დასაწყისში მოსულმა უხვმა ნალექმა გაააქტიურა. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების მიერ ვიზუალური შეფასებით, განვითარებული პროცესები საფრთხეს უქმნის სახლების მდგრადობას.