მეწყრული პროცესი შატილის გზაზე

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კილომეტრზე, ღამის წვიმების შედეგად, ჩამოიშალა მიწის მასა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. როგორც უწყებაში განმარტავენ, გზა დღეს დღის განმავლობაში გაიხსნება.