მეწყრული პროცესები ტაშისკარში

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაშისკართან, მთის ფერდობიდან ხეები და მიწის მასა ჩამოიშალა. მეწყრული პროცესების შედეგების პრევენციის მიზნით, ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მძიმე ტექნიკა. ასევე, ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის, ეროვნული სატყეო სააგენტოს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები. აქტიური სამუშაოების შედეგად ტერიტორია უკვე გაწმენდილია.