თბილისში, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე დამეწყრილი უბანი დღეს ქართველმა გეოლოგებმა დაათვალიერეს. დამეწყრილი ადგილის შესწავლაში გერმანელი და ავსტრიელი სპეციალისტები ორშაბათიდან ჩაერთვებიან. პარალელურად აქტიურად გრძელდება მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი საავტომობილო გზის მშენებლობაც.