თბილისის მეწყერსაშიში ზონის კვლევაში გერმანელი სპეციალისტებიც ჩაერთნენ.
ქართველი და გერმანელი გეოლოგების ჯგუფი დილიდან მაჭავარიანის ქუჩაზე იმყოფება და ცდილობს დაადგინოს, რამ გამოიწვია მეწყრული პროცესების გააქტიურება და რამდენად დიდია ამ პროცესების გაგრძელების საფრთხე.
კვლევის პირველადი შედეგები ხვალ გახდება ცნობილი. ხვალვე გეოლოგები მერიას ვაშლიჯვრის ფერდობზე მომავალში ჩასატარებელი პრევენციული სამუშაოების სქემას შესთავაზებენ. ფერდობის ქვემოთ გამავალ საავტომობილო გზაზე მოძრაობა ამ დრომდე ჩაკეტილია. ახალი გზის მშენებლობა კი ისევ გრძელდება.