მეწყერსაშიში ზონა და ავარიული შენობები ბორჯომში. თორის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა შიშობს, რომ გაზაფხულზე უხვი ნალექის პირობებში მეწყერი მათ საცხოვრებელს მნიშვნელოვნად დააზიანებს და სახლს დატბორავს, რაც პირველი შემთხვევა არ იქნება.
პრობლემის თაობაზე ინფორმირებულია ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც გარკვეულ სამუშაოებს გეგმავს.
ბორჯომის მერიაში აცხადებენ, რომ სანიაღვრე არხის კედლების ამაღლებას აპირებენ, რაც ამ ეტაპზე ერთადერთი გამოსავალი იქნება.