სოფელ ჭიკაანის მოსახლეობამ ყურძნის ფასთან დაკავშირებით აქცია გამართა.
მათი თქმით, იმ ფონზე, როდესაც შხამ-ქიმიკატების, საწვავის და მუშახელის ფასი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია, კილოგრამი ყურძნის ფასი მიზერულია და გაწეულ ხარჯს ვერ ანაზღაურებს, აქედან გამომდინარე მევენახეები რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ყურძენზე ფასის მომატებას ითხოვენ. აქციაზე შეკრებილებმა რამდენჯერმე სცადეს ყვარელი-ახალსოფლის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გადაკეტვა, თუმცა ამის საშუალება ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს. მოსახლეობის მოთხოვნებთან დაკავშირებით, რთველის საკოორდინაციო შტაბში განმარტეს, რომ ყურძნის ფასს ბაზარი არეგულირებს და სახელმწიფო ვერ ჩაერევა.