სამების საკათედრო ტაძარში დღეს წირვა მეუფე შიომ ჩაატარა და ქადაგებისას სოციალურ ქსელში არსებულ სიძულვილის ენაზე გაამახვილა ყურადღება.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ აღნიშნა, რომ მასმედიაში და სოციალურ ქსელებში ვხედავთ დიდ უსიყვარულობას, მოუფრთხილებლობას, სისასტიკეს, უხეშობას და უცენზურობას. აფექტის დროს შეიძლება წამოსცდეს ადამიანს მსგავსი სიტყვები, მაგრამ როცა წერს სოციალურ ქსელში ტექსტს, რომელიც სავსეა ზიზღით, როგორ შეიძლება ღმერთმა ასეთი თხოვნა შეუსრულოს. თავისუფლებაა, როდესაც დავძლევთ ჩვენს სიძულვილს, უხეშობას, უკულტურობას და ვიმარჯვებთ ამ თვისებებზე. შემდეგ ვიღებთ ღვთის მადლს, – აღნიშნა მეუფე შიომ.