მეუფე პეტრე ცაავა საპატრიარქოს მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს და აცხადებს, რომ შიო-მღვიმეში მოღვაწეობას არ გააგრძელებს. ის ამბობს, რომ იქნება საქართველოში, თუმცა, შიო-მღვიმეში არ წავა.
პეტრე ცაავა ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში განწესებას ითხოვდა, მაგრამ მისი შეთავაზება საპატრიარქომ არ მიიღო. ყოფილი მიტროპოლიტის ინფორმაციით, ჭყონდიდის ეპარქიაში კომისიას, სავარაუდოდ, ხვალ ელოდებიან, რის შემდეგაც მას ეპარქიას გადააბარებენ.