მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად „ვივამედის“ კლინიკაში იმყოფებოდა მეუფე ნიკოლოზი. მისი განცხადებით, ექსპრეზიდენტმა შვიდგზის ზეთის ცხება მიიღო. მისივე თქმით, სააკაშვილი დასუსტებულია და მიიჩნევს, რომ საჭიროა ექსპრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა.