მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზი წმინდა კირილესა და მეთოდეს ხსენების დღეს რუსეთში მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში რუსეთის პატრიარქის, კირილეს მიერ აღვლენილ ლიტურგიას დაესწრო. ინფორმაციასა და ლიტურგიის ვიდეო მასალას თავად რუსეთის საპატრიარქო ავრცელებს. მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მოსკოვში ქართულ ეკლესიაში ქართველებისთვის მსახურების ჩატარებისა და ასევე აღდგენილი ქართული ფრესკების გამოფენაზე დასწრების მიზნით იმყოფებოდა, ხოლო რუსეთის პატრიარქის მიერ აღვლენილ ლიტურგიაზე დასწრება, მისი განცხადებით, საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. საკითხზე განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც, სადაც ნათქვამია რომ ეს არ ყოფილა მიტროპოლიტის ოფიციალური ვიზიტი და ისინი არ იყვნენ საქმის კურსში, რომ მიტროპოლიტი ესწრებოდა ღვთისმსახურებას.