მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გადადგა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მეუფემ თავად განუცხადა. მან ასევე დატოვა საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაც.
როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, დღეს სპეციალურად მივიდა საპატრიარქოში, რადგან პატრიარქისთვის თავისი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა.
მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან დღეს რამდენიმე განცხადებაც გააკეთა.
თემის დეტალები „მოამბეში“.