50-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად თბილისის მეტრო-სადგურებში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. დაგეგმილია ობიექტების სავენტილაციო სისტემის და ელექტრო-სადენების მთლიანად გამოცვლა.
გაყვანილობა მოძველებულია, რაც სახანძრო უსაფრთხოების კუთხითაც გარკვეულ რისკებს აჩენს. პარალელურად იგეგმება მეტროს ახალი სადგურების და ხაზების დამატებაც. დედაქალაქის მთავრობის მიერ შერჩეულ ლოკაციებს შორის შესაძლოა დიღომიც აღმოჩნდეს.