დაკვამლიანება „გალერია თბილისში“

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისშისავენტილაციო სისტემების შემოწმება მიმდინარეობს. ცენტრის გახსნის ზუსტი დრო დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. „გალერია თბილისის“ ადმინისტრაცია საზოგადოებას შექმნილი დისკომფორტის გამო, ბოდიშს უხდის.

გუშინ სავაჭრო ცენტრის ტექნიკურ სივრცეში, სავენტილაციო სისტემის ერთ-ერთ დანადგარს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც შენობის დაკვამლიანება მოხდა. განხორციელდა ხალხის ევაკუაცია. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა და არ დაზიანებულა ქონება. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.