„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს განცხადება, სადაც მეთიუ მილერმა აღნიშნულ კანონპროექტსა და „ფარას“ შორის შინაარსობრივ განსხვავებაზე ისაუბრა, შეფასებების თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი გუნდის მხრიდან.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს გუშინ ღამითვე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.