ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ილაპარაკა.
მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ აპირებენ, საქართველოს მთავრობა განსაჯონ მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით. მეთიუ მილერის თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილებები დამოკიდებულია ქმედებებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა იღებს. ალექს რაუფოღლუმ მეთიუ მილერს ასევე ჰკითხა, – „თქვენ დაასახელეთ სანქცირებული პროკურორების სახელები და გვარები შარშან.. შეიძლება, განიხილავდეთ სტრატეგიის შეცვლას სახელებისა და გვარების დასახელებასთან დაკავშირებით? უნდა ველოდოთ სანქციების მეორე ტრანშს? – რაზეც მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ მათ კანონით არ აქვთ უფლება, დაასახელონ იმ ადამიანების სახელები, რომლებზეც სავიზო შეზღუდვაა დაწესებული.