მეთიუ მილერის განცხადება

„ჩვენ განვაგრძობთ იმის შეფასებას, არის თუ არა საჭირო დამატებითი ზომების მიღება. და თუ ასე იქნება, არ მოვერიდებით მის გამოყენებას“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მილერს ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ დაუსვა კითხვა: „საქართველოს მთავრობამ უარი თქვა საერთაშორისო გამოძიებაზე. პარალელურად ქვეყანაში დემონსტრაციებია. ოპოზიციამ განაცხადა, რომ უწყვეტი პროტესტი ექნებათ. ერთადერთი მოთხოვნა, რაც მათ ამერიკისგან და დასავლეთისგან აქვთ, არის ის, რომ ახსენოთ, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგახართ და მხარს უჭერთ მათ“. მილერმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგანან და ეს მკაფიოდ აჩვენეს.