ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა საქართველოს შესახებ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. „აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება ნიშნავდა ზუსტად იმას, რაც განაცხადა და არაფერს სხვას. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გამოძიების დაწყებისკენ. ჩვენ ასევე ნათლად განვაცხადეთ, რომ კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში, თუ რა სახის გამოძიება იქნება მიზანშეწონილი“ – განაცხადა მილერმა, რომელსაც ჟურნალისტმა, ალექს რაუფოღლუმ დაუსვა კითხვა სალომე ზურაბიშვილის პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით. მეთიუ მილერის განცხადებით, პრეზიდენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიებას.