მესტიაში აქცია გრძელდება.
მესტია ჭალაჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამოსული ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მოთხოვნებს არ ცვლის. ისინი აცხადებენ, რომ ადგილზე ტექნიკას არ შეუშვებენ.
გუშინ მათთან მოლაპარაკებებს მართავდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე. თუმცა, რამდენიმესაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკების შემდეგ საბანაძეს კომენტარი არ გაუკეთებია.