მესტიის მუნიციპალიტეტის ლეხზირის მთის კლდეზე გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობენ. კლდე ტექნიკისთვის მიუვალია და მეხანძრე-მაშველები ფეხით გადაადგილდებიან. დილიდანვე პროცესში ჩაერთო ვერტმფრენი. უახლოეს საათებში მეორე ვერტმფრენის ჩართვაც იგეგმება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის განცხადებით, ხანძარი ალპურ ზონაში გაჩნდა და ის უკვე ლოკალიზებულია, თუმცა არის დაკვამლიანება. არანაირი საშიშროება დასახლებულ პუნქტებს არ ემუქრება.