პროექტირების კონკურსი დასრულებულია.
არჩევანი 18 კომპანიას შორის გაკეთდა. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს. თანამედროვე დიზაინის ტერმინალი საათში 100-ი მგზავრის მომსახურებაზე იქნება გათვლილი. მოლოდინია, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ ტურისტული ნაკადები კიდევ უფრო გაიზრდება. სწორედ ტურიზმის სფეროში დღეს ბოლო სამი თვის მაჩვენებლები გამოქვეყნდა, რაც წინა წლების ანალოგიურ პერიოდს მკვეთრად აჭარბებს.