სვანეთში „გემოფესტი“ გრძელდება. მესტიის ცენტრში ადგილობრივი მეწარმეები და მზარეულები საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ. ღონისძიება მუსიკალურ და ბავშვთა გასართობ ნაწილსაც მოიცავს. ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება და მიზანი ტურიზმის განვითარება და ადგილობრივი მეწარმე ოჯახების წახალისებაა.
ნათია ქენქაძე გვიერთდება მესტიიდან პირდაპირ ეთერში.