გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „მესაქონლეობის ექსპო“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორებს მესაქონლეობის პირველი გამოფენის ორგანიზებით, ქვეყანაში ახალი ტრადიციის დამკვიდრების ხელშეწყობისთვის და მესაქონლეობის დარგის განვითარებაში ღონისძიების მნიშვნელობის საკითხზე ვრცლად ისაუბრა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში – ელიზაბეთ რუდმაც მიმართა.