„მესაქონლეობა ექსპო 2023“- ამ სახელწოდებით დედაქალაქში გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. ადგილზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ბიზნესოპერატორების მიერ დამზადებული რძისა და ხორცის პროდუქტები, მონაწილეობა მიიღონ საქონლის აუქციონში, სხვადასხვა შეჯიბრსა და გათამაშებაში. პროექტის მიზანი, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, ვაჭრობის პოტენციალის გაზრდა და ფერმერთა ტექნიკური უნარების გაძლიერებაა. ღონისძიებას საჯარო სამსახურის წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსის წევრები დაესწრნენ.