მესამე სექტორი წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგებს აჯამებს

მესამე სექტორი წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგებს აჯამებს. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, 2012 წლის შემდგომ პერიოდთან შედარებით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ ზეწოლისა და დისკრედიტაციის მცდელობების ტენდენცია შესამჩნევია.

ასევე, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საჯარო მოხელეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები, როდესაც მათ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა სიების შეგროვებას სთხოვენ.

მათი შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში ფიზიკური დაპირისპირების მასშტაბურ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. გარკვეული ეჭვები გააჩინა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესმა.