„მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო გეგმის პრეზენტაცია
„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელმა“ ქუთაისის აღმშენებლობის გეგმის პრეზენტაცია გამართა. მხარდამჭერებს პრიორიტეტები პარტიის მერობის კანდიდატმა გააცნო. ანდრო ლოსაბერიძემ ყურადღება ქალაქში არსებულ სოციალურ საკითხებსა და ინფრასტრუქტურაზე გაამახვილა, ასევე, პარლამენტის ქუთაისში დაბრუნების აუცილებლობაზე ისაუბრა.