მესამე დღე სტიქიის ზონაში - ბოლო ინფორმაცია სვანეთიდან

ჭუბერში, სადაც უკვე მესამე დღეა, დამანგრეველი სტიქიის შედეგებს ებრძვიან, ვითარება დასტაბილურდა. ამ დროისთვის აღარ წვიმს და მდინარე ნენსკრაში წყლის დონემაც იკლო. გაიხსნა ჭუბერის ორი ნაწილის დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო გზა, ინტენსიურად მიმდინარეობს ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები.

რაც შეეხება დაზარალებულ ოჯახებს, მათ პირველადი მოხმარების პროდუქტები დაურიგდათ. სპეციალისტები სტიქიის მსგავსი მასშტაბით განმეორებას აღარ ელოდებიან.

სტიქიის ზონაში მუშაობენ “მოამბის” გადამღები ჯგუფები –  უახლეს ინფორმაციას გურამ როგავა მოგვაწვდის.