მერიის პასუხი ტენდერებზე

თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ევროპული საქართველო“ სახელმწიფო შესყიდვებში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. დეპუტატების განმარტებით, თბილისის მერია და გამგეობები არასწორი გზით ტენდერების ჩატარებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონებს ფლანგავენ.

გოკა გაბაშვილმა საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისის მერიის მიერ ორი თვის განმავლობაში დაახლოებით 200 მილიონი ლარის ოდენობით 380-ზე მეტი უაუქციონო ტენდერი გამოცხადდა. აქედან სახელმწიფომ თითქმის 20 მილიონი ლარით იზარალა.

მერიაში ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. მათთვის გაუგებარია ისიც, რომელი კვლევის საფუძველზე დაადგინა ფრაქციამ 20 მილიონი ლარის ზარალი.