მემორანდუმი იუსტიციის სამინისტროსა და საერთაშორისო სავაჭრო პალატას შორის
20 დეკემბერს, პარიზში, იუსტიციის მინისტრი და საერთაშორისო სავაჭრო პალატა მემორანდუმს გააფორმებს, რომელიც საქართველოში საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტის შექმნას ითვალისწინებს. ამ შეთანხმების შესახებ თეა წულუკიანმა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა ფადი ასლიმ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადეს.
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, დოკუმენტის ხელმოწერა საქართველოს რეგიონულ ცენტრად აქცევს, სადაც საერთაშორისო ბიზნესდავების განხილვა შესაძლებელი გახდება. ასევე, პროექტის ფარგლებში რეფორმირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სკოლაც.