მელიას საქმეზე გამოტანილ განჩინებას ორივე მხარე ასაჩივრებს

ნიკა მელიასთვის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას ორივე მხარე ასაჩივრებს. ბრალდებასთან ერთად, შესაბამისი განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს დაცვის მხარემაც უკვე მიმართა.

პროკურატურა გირაოს შეფარდებას ასაჩივრებს. დეპუტატის უფლებადამცველი კი აცხადებს, რომ საქალაქოს გადაწყვეტილება, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. საუბარია კონკრეტული შეზღუდვების დაწესებაზე, მათ შორის, ნიკანორ მელიასთვის საცხოვრებელი ადგილის დატოვების აკრძალვაზე, საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. ასევე დეპუტატს იმ პირებთან კომუნიკაციაც ეზღუდება, რომელთაც, შესაძლოა, ამ საქმესთან კავშირში, მოწმის სტატუსი მიენიჭოთ.

სასამართლომ საჩივრები ჩაბარებიდან 72 საათში უნდა განიხილოს.