მელიას ნაცვლად პარლამენტში ბასიშვილი შევიდა

საკითხი, რომელმაც უთანხმოება მმართველი პარტიის რიგებშიც გამოიწვია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ზონდერად მიიჩნევს, დღეიდან პარლამენტის წევრია. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობამ ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება სცნო. ის საკანონმდებლო ორგანოში ნიკა მელიას ადგილმონაცვლე იქნება. მელიასთვის მანდატის ჩამორთმევის შემდეგ სიის მიხედვით სწორედ მას უწევდა პარლმენტში შესვლა, რის გამოც მმართველმა პარტიამ დღევანდელი კენჭისყრა და მხარდაჭერა ფორმალობით ახსნა. თუმცა იყვნენ მოწინააღმდეგეებიც.

ბასიშვილმა საპარლამენტო საქმიანობა ბოიკოტით დაიწყო, – თანაპარტიელების მსგავსად პარლამენტში დღეს თავადაც არ მისულა.