მეფუტკრეობის ხელშესაწყობად თაფლის საბჭო შეიქმნა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს და კერძო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ორგანომ სფეროში არსებული პრობლემები უნდა შეისწავლოს და მათი გადაჭრის გზებზე იზრუნოს. ამ ეტაპზე მეწარმეები მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად თაფლის რეალიაზაციას და პროდუქციის საწარმოებლად საჭირო ინფრასტრუქტურის დეფიციტს ასახელებენ. სწორედ ამ პრობლემების მოსაგვარებლად პარალელურად გორში სპეციალური საწარმოც შენდება, სადაც კოოპერატივის სახით 100-ზე მეტი მეფუტკრე გაერთიანდება.