კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის ფერმა „თელა“, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმა თვეში საშუალოდ 50 ტონა ქათმის ხორცს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილია.
საწარმოში მუდმივად 15 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მეფრინველეობის ფერმა მოინახულა და საწარმოო პროცესს გაეცნო.