რუსული საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად „თეთრი ხალათების“ აქციები გრძელდება.
მედიკოსები დე ფაქტო რეჟიმს დაკავებული ტრავმატოლოგის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. აქცია გამართეს კანისა და ვენსნეულებათა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა. მედიკოსები ცხინვალის დეფაქტო რეჟიმისგან დაკავებული კოლეგის გათავისუფლებას მოითხოვენ, ვაჟა გაფრინდაშვილს კი გამძლეობისკენ მოუწოდებენ.