თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრებში „გამა“ და „საქართველოს ბავშვები“ დასაქმებული თერაპევტები, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ისინი განცხადებით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ. თერაპევტები ასევე ითხოვენ, დამსაქმებლებთან მედიაციის დანიშვნასა და ხელფასების ზრდას. მათი თქმით, ანაზღაურება არის მიზერული და საჭიროა ჯანდაცვის სამინისტრომ გადახედოს მათ შრომით უფლებებს.