მიმდინარე წელს, მედიკამენტებზე მოქალაქეების მიერ ჯიბიდან გადახდები 27%-დან 10%-მდე შემცირდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ეს შედეგები იმ რეფორმების დამსახურებაა, რომელიც უწყება მიმდინარე წელს გაატარა. მათ შორის არის წამლებზე რეფერენტული ანუ ზღვრული ფასების დაწესების რეფორმა და „დიარჯი“ – იგივე დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების მოდელი. თამარ გაბუნიას განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტი სამედიცინო სერვისებსა და მედიკამენტებზე მოქალაქეების დანახარჯების მინიმუმამდე შემცირებაა, ამიტომ, მისივე განმარტებით, 2024 წლიდან ის კონკრეტული ღონისძიებები გატარდება, რომლებიც წამლებზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის.