საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის განვითარებასა და გაძლიერებაში აშშ-სთან 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებმა, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი დაათვალიერეს. მედიატურის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მედიის კითხვებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონული წარმომადგენლობის დირექტორმა უპასუხეს.