ანტიდასავლური პროპაგანდა 2020. „მედიის განვითარების ფონდი“, იუესაიდისა და გაერო-ს ასოციაცია გასული წლის, რიგით მეექვსე ანგარიშს აქვეყნებს. კვლევის ავტორების განმარტებით, საანგარიშო პერიოდში სოციალურ მედიაში და პოლიტიკურ სპექტრში ანტიამერიკულმა განწყობებმა იმატა და ანტიდასავლურ პროპაგანდაში 31%-ს გადააჭარბა. მათი განმარტებით, საქართველოში დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება რუსეთის ინტერესებში შედის და კრემლიდან იმართება.
„მედიის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, პოლიტიკურ პარტიებს შორის ანტიდასავლური გზავნილებით განსაკუთრებით „პატრიოტთა ალიანსი“ და მასთან დაკავშირებული მედიასაშუალებები გამოირჩეოდა. სოციალურ მედიაში ამ კუთხით აქცენტი „საქართველო და მსოფლიოზე“, ასევე „ალტ ინფოსა“ და „ქართულ მარშზე“ კეთდება.