მედიაწიგნიერების კვირეული სკოლებში.
როგორ გავარჩიოთ ინტერნეტში ყალბი ინფორმაცია ნამდვილისგან და როგორ ავარიდოთ ბავშვებს მავნე ინფორმაციის ზეგავლენა – ეს მედიაწიგნიერების გაკვეთილის მთავარი თემაა. მოზარდებში კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების გასავითარებლად და ინფორმაციის გადამოწმების უნარების გამოსამუშავებლად ჩატარებული გაკვეთილები კიდევ არაერთ საინტერესო აქტივობას მოიცავს. სწავლების ტექნიკის მეთოდების დასაუფლებლად გადამზადდნენ პედაგოგებიც. არ არის გამორიცხული, რომ სხვა ქვეყნების მსგავსად მედიაწიგნიერების სწავლა შერჩევითი საგნის სახით სასწავლო პროცესის ნაწილი გახდეს.