„მედიაწიგნიერება საქართველოში“ – დედაქალაქში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. ღონისძიება მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, ევროპის საბჭოსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზებით ტარდება და მონაწილეობენ სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
მხარეები ქვეყანაში მედიაწიგნიერების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ.
საუბარი შეეხება ამ მხრივ არსებულ საერთაშორისო პრაქტიკას.