მედიატური ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში

სტუდენტების პირველი ნაკადის მიღებამდე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მედიისთვის ტური მოაწყო.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრის ტერიტორიაზე ამ დროისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. შენდება სასწავლო კორპუსები, ასევე სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების საცხოვრებლები. სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სასწავლო პროგრამები და მართვის მოდელი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის სტანდარტების შესაბამისია, მხოლოდ ინგლისურენოვანი ჯგუფები იქნება და სწავლას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ახალგაზრდებიც შეძლებენ.

დღეს ცნობილი გახდა სწავლის ღირებულებაც, რომელიც სხვა სახელმწფო უნივერსიტეტების იდენტურია.