მედიატორთა ასოციაციის საერთო კრება

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგით მეორე საერთო კრება დღეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა. ასოციაციის თავმჯდომარემ განვლილი თვეების განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა.

დღესვე კრებამ განიხილა და დაამტკიცა მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამა. ღონისძიებას ევროკავშირის, გაერო-ს განვითარების პროგრამის, ევროპის საბჭოსა და უესაიდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.