მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2023“ კომბინირებული საველე სწავლებით დასრულდა. სცენარით გათვალისწინებული იყო ჟურნალისტებისთვის საჰაერო ევაკუაციის ორგანიზება და ჯავშანტექნიკითა და ვერტმფრენით გადაადგილება. მიზანი მედიის წარმომადგენლებისთვის იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, რაც მათ ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში და კრიზისული სიტუაციების დროს პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში შეუწყობს ხელს.
სწავლება დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებასაც ითვალისწინებს.