"მედიააკადემიამ" 12 მედიაორგანიზაციის ჟურნალისტს სერთიფიკატები გადასცა
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიის “მედიააკადემიამ” 12 მედიაორგანიზაციის ჟურნალისტს სერთიფიკატები გადასცა. “ამბის თხრობა და რეპორტაჟი სოციალურ მედიაში” ამ სახელწოდებით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიააკადემიამ 12 ჟურნალისტისთვის ერთკვირიანი ტრენინგი ჩაატარა. ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა, გამოცდილ ტრენერებთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მულტიმედიური პროექტების შექმნაზე იმუშავეს.
პრაქტიკული სამუშაოები მოიცავდა თემების გაშუქების სტრატეგიასა და აუდიტორიის ანალიზს. სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ცენტრალური, ასევე რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა. სერთიფიკატების გადაცემის შემდეგ მედიააკადემიის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით კაკაბაძემ სოციალური მედიის გამოწვევებზე ისაუბრა.