ISFED-ის სოციალური მედიის მონიტორინგი

სოციალური მედიის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში. კვლევა „სამართლიან არჩევნებს“ ეკუთვნის. 2-დან 22 აგვისტოს ჩათვლით, 29 მუნიციპალიტეტში 52 საჯარო მოხელე გამოვლინდა, რომლებმაც სამუშაო საათებში ჯამში, 118 სააგიტაციო პოსტი გამოაქვეყნეს. რიგ შემთხვევებში არასამთავრობო ორგანიზაციამ არასამუშაო დროს განთავსებული დიდი რაოდენობის პოლიტიკური შინაარსის პოსტებიც დაწერა. უმრავლესობა, პარტია „ქართულ ოცნების“ სასარგებლოდ გამოქვეყნდა. „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, მმართველი გუნდის წინააღმდეგ ორგანიზებულად 20 გვერდი, ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ კი, 25 გვერდი მოქმედებდა. მათი მთავარი მიზანი კი, კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო სექტორის, მათ შორის „სამართლიანი არჩევნების“ დისკრედიტაცია იყო.

დატოვე კომენტარი