მედია: ერაყში ISIS-ის ლიდერ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მარჯვენა ხელად წოდებული მურად მარგოშვილი მოკლეს
ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის უახლოესი მრჩეველი და მარჯვენა ხელად წოდებული, აბუ-ვალიდ ალ-შიშანი, იგივე მურად მარგოშვილი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ არაბული მედია ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანია „ალ-სუმარია“ იუწყება, აბუ-ვალიდ ალ-შიშანი ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ კირკუკის მახლობლად მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ერაყის უსაფრთხოების ძალებმა დოკუმენტები აღმოაჩინეს, რომლებიც ტერორისტული დაჯგუფების სხვა ლიდერების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.
აბუ ვალიდ ალ-შიშანი აშშ-ის „შავ სიაში“ ჰყავდა შეყვანილი.