ერაყში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს დამარცხების შემდეგ პირველად, ერაყში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნების გზით ერაყის მოსახლეობა 329 დეპუტატს აირჩევს. ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები უკიდურესად გამკაცრებულია. ამის მიუხედავად, ჯიჰადისტებმა რამდენიმე საათის წინ ქალაქ კირკუკში ტერაქტი განახორციელეს, რასაც 8 პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თვითგამოცხადებულმა ისლამურმა სახელმწიფომ, იგივე დაეშმა, 2013 წელს ერაყის ტერიტორიის ოკუპაცია დაიწყო. 2015 წლისთვის ტერორისტები ქვეყნის მესამედს აკონტროლებდნენ, რამდენიმე თვის წინ კი ერაყის ჯარმა და ქურთულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა აშშ-ის ხელშეწყობით, დაეში საბოლოოდ დაამარცხეს.

დატოვე კომენტარი