„მედეას“ პრემიერა

საპრემიერო სამზადისია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში.

მაყურებელი „მედეას“ თანამედროვე ვერსიას ნახავს, რომლის პრემიერა ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე იგეგმებოდა.

იური პოსოხოვის ქორეოგრაფიით დადგმული ერთმოქმედებიანი სპექტაკლი პირველად 19 წლის წინ აშშ-ში წარმოადგინეს.