ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი კვლავ აქტუალურია. აღარ განიხილება მოქმედი ცენტრალური მეჩეთის გაფართოება. ხელისუფლებას ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. მოლაპარაკებების რამდენიმეწლიანი პროცესი კი კვლავ გრძელდება.
მუსლიმ მრევლთა ნაწილმა პარასკევის ლოცვა დღესაც იმ ადგილას ჩაატარა, რომელიც ახალი მეჩეთის ასაშენებლად თავად შეიძინა.