ევროკავშირის ელჩმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, სურს რაც შეიძლება სწრაფად მიესალმოს საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრს და მას შეუძლია მხოლოდ მოუწოდოს ყველა მხარეს, დააჩქარონ მუშაობა. ჰერჩინსკის თქმით, რეფორმები დასახულია იმისთვის, რომ საქართველო გახდეს უფრო ძლიერი, სტაბილური, დემოკრატიული ქვეყანა. საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ლაშა ხუციშვილმა საუბრისას ერთ-ერთ პრიორიტეტად სანქციების აღსრულებაც დაასახელა და განაცხადა, რომ გასულ წელს ადგილი ჰქონდა სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ყალბი ამბების გავრცელების შემთხვევებს. მისივე თქმით, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა მათი სამუშაოს ნაწილია.